საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–ზე შეინარჩუნა.
აღნიშნული განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8%–ზე იყო შენარჩუნებული, ივლისში 7.75%–მდე და აგვისტოში 7.5%–მდე შემცირდა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურია ეკონომიკური აქტივობის ზრდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, "კომიტეტის წინა სხდომებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკურ აქტივობაზე ჯერ სრულად არ არის ასახული. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება“.
“საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაცია ივლისში არსებული 8.5%–დან აგვისტოში 7.2%–მდე შემცირდა, რჩება რა ინფლაციის წამყვან განმსაზღვრელად საკვებზე, საწვავსა და ტრანსპორტზე არსებული ფასები.