"წლის ბოლომდე საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, სალომე სამადაშვილმა 12 სექტემბერს.
“ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ძირითადი მიღწევა ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში.
“ხოლო მომავალი წლისთვის, ჩვენი მთავარი მიზანი არის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის დაწყება ევროკავშირთან“, – აღნიშნა მან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო შეთანხმება, რომელმაც გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების პროცედურა გაამარტივა, ძალაში 2011 წლის მარტში შევიდა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედებასთან ერთად.