საქართველოს პირველი ელჩი სამხრეთ კორეაში ნიკოლოზ აფხაზავა გახდება.
პრეზიდენტმა ელჩის კანდიდატურა უკვე წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. ამჟამად აფხაზავა იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად მუშაობს.
“ჩვენი დიპლომატიური დაფარვის ზონა იზრდება“, – განაცხადა 6 სექტემბერს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, "ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, რადგან არის ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივა ინვესტიციების მოზიდვის“.