აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირმა „ამცახარამ“ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე–პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს უჭერს მხარს, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 3 აგვისტოს.
ანქვაბს მომავალ არჩევნებზე მმართველმა პარტიამაც გამოუცხადა მხარდაჭერა.
26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.