პრეზიდენტი სააკაშვილი 28 ივლისს ლიმაში პერუს ახლადარჩეული პრეზიდენტის, ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციით, ლიმაში სააკაშვილი ასევე შეხვდა ალეხანდრო ტოლედოს, რომელიც პერუს პრეზიდენტი 2001-2006 წლებში იყო და პანამას პრეზიდენტს რიკარდო მარტინელს.
2010 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი კოსტა–რიკას პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, ხოლო 2010 აგვისტოში იგი ბოგოტას სტუმრობდა, სადაც კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.