საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2011 წლის ივნისში 28.7%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 98.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2011 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 509.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 20.4%–ით მეტი ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
2011 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ფულადი გადმორიცხვის უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს, 53.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
შემდეგ მოდის საბერძნეთი – 7.7 მლნ აშშ დოლარი; იტალია – 7.1 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 5.7 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 5.4 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა – 4.2 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 2.5 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი – 2.1 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი – 1.2 მლნ აშშ დოლარი და გერმანია – 1.1 მლნ დოლარი.
2007 წელს ფულადმა გზავნილებმა საზღვარგარეთიდან 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 2008 წელს – 1 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი; 2009 წელს – 841 მლნ აშშ დოლარი და 2010 წელს – 939.6 მლნ აშშ დოლარი.