პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს აფხაზეთის შენარჩუნებას და ამ ყველაფერს "ჩვენ კანონიერად დავიბრუნებთ“.
“ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი ხალხის მენტალიტეტიდან ამოშალოს აფხაზეთი ვერანაირ გარემოებებში და ეს არის მისთვის ყველაზე მტკივნეული – იმიტომ არის რომ ყველა მცდელობა აქეთკენ არის მიმართული,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ვერ შეძლებს ის შენარჩუნებას დაპყრობილის იმიტომ, რომ ის რაც მას არ ეკუთვნის, ის მას არ შერჩება. ეს, რა თქმა უნდა, ეკუთვნის მრავალეთნიკურ საქართველოს ხალხს“.
ეს განცხადება სააკაშვილმა ვენეციის ბიენალეზე აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრის მონახულებისას გააკეთა.
მისი თქმით, საბჭოთა პოლიტიკა წლების მანძილზე იქითკენ იყო მიმართული, რომ „ხელოვნებაც კი არ იქმნებოდა საქართველოში აფხაზეთზე“. “თუმცა მთელი აფხაზეთის კულტურა ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული კულტურა უძველესი დროიდან,“– განაცხადა მან.