საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი განთავსდა

სპეცრაზმელები საპროტესტო აქციის ადგილის გარშემო განთავსდნენ. ისინი ხმის გამაძლიერებლებით მომიტინგეებს აფრთხილებენ, რომ დაიშალონ.

აქციის მონაწილეებთან მივიდა თბილისის მერიის ოფიციალური წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე და კანონით გათვალისწინებული წესების, მიხედვით მომიტინგეებს დაშლა შესთავაზა.

ცოტა ხნის წინ სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიაქრს ილია მეორე მიმართა და თხოვა თქვას „გადამწყვეტი“ სიტყვა, რათა გონს მოეგოს ხელისუფლება.

Exit mobile version