საქართველო სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიებს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში და ნავთობის გადამუშავების ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობის შესწავლას შესთავაზებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც მიმდინარე კვირას სინგაპურს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის GIC–ის და სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიის Temasek Holdings-ის წარმომადგებლენთან.
"კონკრეტული შეთავაზება გვექნება და ჰიდროელექტროსადგურებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგანაც ვიცით, რომ ეს მათი მიმართულებაც არის და უნდათ ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელება. ეს ორი მიმართულება იქნება – ჰიდროელექტროსადგურები და ნავთობის გადამუშავება. ეს იქნება ორი პროექტი, რომელსაც შევთავაზებთ Temasek–ს და GIC–ის,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
18 მაისს გილაური სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი ჰსიენ-ლუნგს და სინგაპურის პრეზიდენტს სელაპან რამანათან ნათანს შეხვდა.