ივნისიდან სატელეფონო და მობილური ქსელების ნუმერაცია იცვლება

ივნისის თვეში სატელეფონო და მობილური ქსელების ნუმერაცია შეიცვლება, აცხადებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 მაისს.

კერძოდ, 4 ივნისის 00:00 საათიდან  ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების  ნუმერაცია შემდეგნაირად შეიცვლება: 

20 ივნისის 00:00 საათიდან იცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია და მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება –  5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX  გახდება 577-XX-XX-XX; ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ან მაგთიფიქსის ნომრიდან) მობილურ ქსელში დასარეკად გამოყენებული უნდა იქნას ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX, ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი – „ბილაინი“) – ციფრების შემდეგი კომბინაცია: 577-XX-XX-XX;

27 ივნისს 00:00 საათიდან შეიცვლება ფიჭური პრინციპით მომუშავე  ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) და უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად დაემატება – 7. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX  გახდება 790-XX-XX-XX; ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის  ნომრიდან) ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო  ნომერზე დასარეკად გამოყენებული უნდა იქნას ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას, ციფრების შემდეგი კომბინაცია: 790-XX-XX-XX.

Exit mobile version