პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 აპრილს, რომ საქართველო მისაბაძ ქვეყნად უნდა იქცეს რეგიონში სხვებისათვის მას შემდეგ, რაც ქვეყანა "ბოლომდე გაიწმინდება კორუფციისგან“, "სუფთა გახდება დანაშაულისგან“ და იქნება "ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა“.
მისი თქმით, "ამ სამი სისუფთავით“ საქართველომ უნდა შექმნას "სრულიად ახალი მოდელის, მისაბაძი ქვეყანა დანაჩენი რეგიონისთვის“.
"საქართველო ბოლომდე უნდა გაიწმინდოს კორუფციისგან, რაც დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად შესრულებულია. საქართველო სუფთაა კორუფციისგან და ეს არის ის, რაზეც ოცნებაც არ შეუძლია ბევრ ქვეყანას ჩვენს გარშემო,“ – განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლებში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
"მეორე – საქართველო სუფთა უნდა იყოს დანაშაულისგან,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ ამ მიმართულებითაც ბევრს მიაღწია, გახდა რა ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში.
"და მესამე – საქართველო ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა უნდა იყოს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს ენერგიის თითქმის 100 პროცენტი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავდება. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს პირველი 100–მეგავატიანი "ქარის წისქვილების" დადგმა იგეგმება ჯავახეთის რეგიონში.
მან ასევე განაცხადა, რომ „ალბათ უკვე წელს“ დაიწყება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სვანეთში, რისთვისაც "რამოდენიმე სოფლის გადასახლება გახდება საჭირო“.