რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადება – სრული ტექსტი

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადება ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, 2011 წლის 23 მარტი.

"ჩვენ 2010 წლის ოქტომბერში საზოგადოებას გავაცანით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი რეფორმების კომპლექსური გეგმა და ხელისუფლებას შევთავაზეთ დიალოგის გამართვა ამ საკითხებზე. ჩვენი, საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგიისა და ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიების, გაერთიანება „რვიანად“ წოდებულ ფორმატში განაპირობა აღნიშნული საკითხის განსაკუთრებულმა სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ.

დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 20 წლის განმავლობაში, 20-მდე ეროვნული მასშტაბის არჩევნების ჩატარების მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საარჩევნო დემოკრატიად:

ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველო იმყოფება გზის გასაყართან:

შექმნილი ვითარების ამგვარმა ხედვამ გადაგვაწყვეტინა მოლაპარაკებების დაწყება ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მას არაერთხელ გამოუყენებია ამგვარი მოლაპარაკებები მხოლოდ საკუთარი პიარ-კამპანიისთვის. ხელისუფლებასთან დიალოგის ხუთი თვის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას ვამცნოთ დღეისათვის არსებული რეალობა:

ჩვენი ეს დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

o    ძირითადად შეეხმიანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში დასმულ ლოკალური ხასიათის ცალკეულ საკითხებს (გასაჩივრების ვადის გაზრდა 2-დან 3 დღემდე, საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევის შეზღუდვა, გადასატანი ყუთი და სხვა), რაც ოდნავადაც ვერ ეხმიანება არსებულ პრობლემებს;
o    ვითომ შეეხმიანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ დასმულ პრობლემას – მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის დისბალანსი – და დღეს არსებული 2000%-3000%-იანი სხვაობები შეამცირა 1000%-2000%-მდე ნაცვლად რეკომენდებული 10%-15%-სა;
o    საერთოდ არ შეეხმიანა ჩვენს მიერ დასმულ ფუნდამენტურ და სისტემურ პრობლემებს (ადმინისტრაციული რესურსი, მედია, ფინანსები, გამჭვირვალობა, საარჩევნო დღის პროცედურები, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და სხვა);
o    შემოგვთავაზა საარჩევნო სისტემის ცვლილება კიდევ უფრო უარესი მიმართულებით – მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდა პროპორციული სისტემით გასანაწილებელი მანდატების ხარჯზე ან ძველი ბალანსის შენარჩუნება პარლამენტის წევრთა რეფერენდუმით განსაზღვრული საერთო რაოდენობის (150) გაზრდის ხარჯზე;
o    პრაქტიკულად უარი თქვა ამომრჩეველთა აღრიცხვასა და სანდო სიების ფორმირებაზე, ვინაიდან უარს ამბობს ბიომეტრიული მონაცემებით თბილისს გარეთ (სადაც ყველაზე მეტი პრობლემებია) ამომრჩეველთა აღრიცხვაზე და უარს ამბობს თბილისის ამომრჩეველთა აღრიცხვის დაფინანსებაზეც (ოპოზიციამ და დონორებმა მოიძიონ საჭირო თანხებიო!). ამ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობა 5 თვის განმავლობაში კი ობიექტურად ქმნის ცაიტნოტურ ვითარებას.

ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ აისახა 2011 წლის 9 მარტის პრეზენტაციაში, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საარჩევნო კოდექსის მოქმედ დებულებებს, თუმცა შესაძლოა რაღაც გადაისინჯოს. გამოდის, რომ ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციურ რეფორმებს ატარებს ხოლმე თვენახევარში, 5 თვე არ ეყო ჩვენს საარჩევნო წინადადებებზე კონკრეტული პასუხების გასაცემად. ხელისუფლების ამგვარი პოზიცია დიალოგის დასაწყისშიც კი უპასუხისმგებლო დამოკიდებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ პროცესის მე-5 თვეს ასეთი პოზიცია უკვე დიალოგის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობის აღების ტოლფასია.

აშკარაა, რომ საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება იყენებს არა საარჩევნო პრობლემებში უკეთ გასარკვევად, არგუმენტირებული, რაციონალური ინიციატივების მოსასმენად და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, არამედ დროის გასაჭიანურებლად, მთავარი ოპონენტის („რვიანის“) მოთმინებიდან გამოსაყვანად, მოლაპარაკებების ჩაშლის სხვისთვის გადასაბრალებლად და დასავლეთის დედაქალაქებში ნაცნობი მესიჯის გასაგზავნად – „რა ვქნა, ვის შევუთანხმდე, ხომ იცით, ვისთან მაქვს საქმე…“ 

შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ  მივმართოთ ადეკვატურ ზომებს და განვაცხადოთ:

1.ოპოზიციასთან, პირველ რიგში „რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვინდა არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვისაც.
2.ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში.
3.ხელისუფლების ადექვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად.
4.ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციების სისწორის, ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენს ნაბიჯებზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან და თვითეულ მოქალაქესთან ერთად აუცილებლად დავძლევთ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილ საარჩევნო ნიჰილიზმს.
5.ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს ვითარება და დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში. საჭირო და შესაძლებელი ნაბიჯები გუშინ შესაძლოა იყო ადრე, ხვალ უკვე იქნება გვიან…

1.    ახალი მემარჯვენეები – დავით გამყრელიძე
2.    ეროვნული ფორუმი – კახა შარტავა
3.    თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია
4.    კონსერვატიული პარტია – ზვიად ძიძიგური
5.    რესპუბლიკური პარტია – დავით უსუფაშვილი
6.    საქართველოს გზა – კახა სეთურიძე
7.    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – გიორგი თარგამაძე
8.    ხალხის პარტია – კობა დავითაშვილი
 

Exit mobile version