პრეზიდენტ სააკაშვილის ტელეხიდი მოსახლეობასთან

კადრი ტელეკომპანია PIK–ის პროექტიდან  – სააკაშვილი პასუხობს მარნეულის ქარხნიდან მუშების შეკითხვებს.  


პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით მეორე ტელეხიდის დროს, რომელსაც საქართველოს ძირითადი ტელევიზიები გადასცემდნენ, საქართველოს მოსახლეობის კითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
 
პროექტი სახელწოდებით „პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს“ თბილისის ტელესტუდიიდან გადმოიცემოდა. გადაცემას ორი წამყვანი ჰყავდა და მას აუდიტორიაც ესწრებოდა. ჟურნალისტების ჯგუფი ცალკე სტუდიაში იყო მიწვეული. ტელეხიდის დროს პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა მოსახლეობას ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლო. ასევე ხორციელდებოდა პირდაპირი ჩართვები რაიონებიდან.

2 საათის და 40 წუთის ხანგრძლივობის ტელეხიდის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი (PIK), რომელმაც სატელიტური მაუწყებლობა 25 იანვარს განაახლა.

ქვემოთ მოცემულია კითხვა–პასუხის მთავარი პუნქტები:

სოციალური პრობლემები, უმუშევრობა

‘ჩვენ პენსიების 100 დოლარამდე გაზრდის საარჩევნო დაპირებას შევასრულებთ’

‘გახდებით თუ არა პრემიერ–მინისტრი?’

დევნილთა გამოსახლება

მოშიმშილე ომის ვეტერანთა აქციის დაშლა

რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია

საქართველო–თურქეთის მოლაპარაკებები ისტორიულ ძეგლებზე

Exit mobile version