ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად აირჩიეს.
კვიტაშვილს, რომელიც თსუ–ს რექტორის მოვალეობას აგვისტოდან ასრულებდა, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს გამართულ არჩევნებში ხუთ კანდიდატს შორის მიანიჭა უპირატესობა.
ალექსანდრე კვიტაშვილი მთავრობაში 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე მსახურობდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
თსუ–ს ყოფილი რექტორი გია ხუბუა თანამდებობიდან აგვისტოში გადადგა, რასაც წინ უძღოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ძვირფასი წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული გამოძიება.