ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იმ ობიექტების ნუსხაშია, რომელსაც აშშ თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ”საციცოცხლო” მნიშვნელობის მქონედ განიხილავს.
ასეთი ობიექტების სიას შეიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც WikiLeaks-მა ამერიკის სხვა კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებთან ერთად გამოაქვეყნა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის საქართველოში არსებული ერთადერთი ობიექტი, რომელიც ნუსხაში მოხვდა. სიაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ასობით ნავთობსადენი, საკომუნიკაციო კაბელი და სხვადასხვა ტიპის ქარხანა.