საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ნიკა ვაშაკიძე დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ნიკა ვაშაკიძემ დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიგა ბოკერია შეცვალა, განაცხადა საგარეო უწყებამ 6 დეკემბერს.
ნიკა ვაშაკიძე ბოლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 1996 წლიდან მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი; 2000 წელს იგი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა; ხოლო 2004-2007 წლებში საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ბოკერია ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ბოკერია კვლავაც წარუძღვება დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო, მეთოთხმეტე რაუნდის დროს, რომელიც 16 დეკემბერს არის დაგეგმილი. თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერ საბოლოოდ კიდევ არ არის გარკვეული იქნება ეს ვაშაკიძე თუ ვინმე სხვა ვინც ბოკერიას ჩაანაცვლებს ჟენევის მოლაპარაკებეში ამ მომდევნო რაუნდის შემდეგ.
ჯერ–ჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კიდევ ერთ თანამდებობას, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი სლოვაკეთსა და სლოვენიაში ელჩის თანამდებობაზე წარადგინეს.
დიპლომატიურ კორპუსში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებებს პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)