შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავებასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ განცხადებას დღეს, 13 საათზე გააკეთებს.
პირველი ოფიციალური განცხადების თარიღი – ეჭვმიტანილების დაკავებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ და ამ ფაქტზე პირველი ცნობების გავრცელებიდან ერთი კვირის შემდეგ – როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებოდ შეარჩია, რადგან 5 ნოემბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვა თავის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.