ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა 29 ივლისს საქართველოსთვის 50 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფა დაამტკიცა.
მოცემული სესხი ნაწილია იმ პროგრამისა, რომელის ფარგლებში შარშან საქართველომ 85 მილიონი აშშ დოლარის სესხი უკვე მიიღო, რაც ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების ღონისძიებებს მოხმარდა, ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ბანკის თანახმად, 50 მილიონი აშშ დოლარი დაეხმარება მთავრობას, რომ „ორგანიზებულად მოახდინოს გადასვლა კრიზისის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებიდან, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარებასა და საქართველოს მომზადებაზე კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის“.