Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა სამი ახალი მაჟორიტარის უფლებამოსილება ცნო

დღეს პარლამენტმა იმ სამი ახალი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, რომლებიც 30 მაისს შუალედური არჩევნების შედეგად იქნენ არჩეული.

სამივე ახალი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდანაა. კერძოდ, ჩუღურეთის მოსახლეობას პარლამენტში ანდრო ალავიძე; გურჯაანის  – გიორგი ჩივიაშვილი; ხოლო ოზურგეთელებს –  გოჩა შანიძე წარმოადგენს.

პარლამენტში ჩუღურეთის, გურჯაანის და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატების ადგილები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც, შესაბამისად, ყოფილ დეპუტატებს ლაშა ჟვანიას, გიორგი ღვინიაშვილს და ანზორ ერქომაიშვილს სხვადასხვა დროსა და მიზეზით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ჟვანიამ 2008 წლის დეკემბერში პარლამენტიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა (მინისტრის თანამდებობიდან ის 2009 წლის აგვისტოში მოხსნეს); ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორი გახდა, ხოლო ერქომაიშვილმა პარლამენტი 2009 წლის მარტში დატოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button