გილაური შვეიცარიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 15-16 ივნისს ვიზიტით ბერნს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იტყობინება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას, რაც „ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას“.

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ნიკა გილაური ასევე შეხვდება შვეიცარიელ ბიზნესმენებს.

Exit mobile version