civil.ge
ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს
საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ვებ-გვერდზე თბილისის საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემების გამოქვეყნება შუაღამის შემდეგ დაიწყო. იმავდროულად, სამი ნაციონალური ტელეკომპანიის დაკვეთით განხორციელებული ეგზით პოლების შედეგებით, მოქმედი მერი გიგი უგულავა თბილისის მერობის არჩევნებში მნიშვნელოვნად ლიდერობს. ”რუსთავი 2”-ის და ”იმედის” დაკვეთით Edison Research-ის მიერ განხორციელებული ეგზით პოლების შედეგები …