პრეზიდენტი სააკაშვილი რუმინეთს ოფიციალური ვიზიტით 2-4 ივნისს, ხოლო საფრანგეთს 6-8 ივნისს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზში სააკაშვილი თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდება.
რაც შეეხება რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს, ის ერთი თვის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა რუმინული მხარის თხოვნით ივნისისთვის გადაიდო.