დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნება

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიცია 2004 წელს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. მას შემდეგ სამხედრო აღლუმები ყოველ წელს იმართება. მხოლოდ შარშანდელი 26 მაისი იყო გამონაკლისი.

შარშან ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა. მეორე მხრივ, აღლუმზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა არმიაში არსებული სიტუაციაც ყოფილიყო. როდესაც მუხროვანის ჯანშან-სატანკო ბატალიონის მეთაურმა 2009 წლის 5 მაისს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მან ამის მოტივად აღლუმის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დაასახელა. მისი თქმით, ამგვარი ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო აგვისტოს ომის შემდეგ.

This post is also available in: English Русский

Exit mobile version