ირანული მედიის წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან

19 მაისს ირანული მედიის წარმომადგენლობითი დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, რამინ მეჰმან-ფარასთის ხელმძღვანელობით ქართული მხარის მოწვევით თბილისს ესტუმრება, აცხადებს ირანის საელჩო საქართველოში.

”ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს მედია სფეროში თანამშრომლობის შესახებ.  ასევე იგეგმება ერთობლივი მრგვალი მაგიდის გამართვა ქართული და ირანული მედიის მონაწილეობით,”- ნათქვამია საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ცნობაში.

ამავე ინფორმაციით, ირანული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის, ტელეკომპანია "პრეს ტივის";  საინფორმაციო სააგენტო "ირნას", "ილნას", "ფარსის" და "მეჰრის";  ასევე გამომცემლობა "სორუშის"; გაზეთ "ირანის" და "ჯამეჯამის" ჟურნალისტები.

Exit mobile version