უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიშჩენკომ საგაზეთო ინტერვიუში მიანიშნა, რომ უკრაინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ განიხილავს.
”ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის საკითხი პრინციპულია. წერტილი,” – განაცხადა გრიშჩენკომ გაზეთ ”კომერსანტ-უკრაინა”-სთან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტი შეეკითხა განიხილავს თუ არა უკრაინა საქართველოს ამ ორი რეგიონის შესაძლო აღიარების საკითხს.
დღემდე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.