საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 26-27 აპრილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება თავის თურქ კოლეგას აჰმედ დავუთოღლუს და პრეზიდენტ აბდულაჰ გიულს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
”თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობების გარდა ჩვენ თურქეთთან გვაქვს განსაკუთრებული სავაჭრო ურთიერთობები,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. ”განხილული იქნება ჩვენთვის აქტუალური ყველა საკითხი, მათ შორის, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც თურქეთის აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება”.