საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური თავის იორდანელ კოლეგას სამირ რიფაის და იორდანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.