საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა თბილისში 6 აპრილს გაიხსნა.
საბჭო საქართველოსთან მიმართებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობათა კოორდინაციის მიზნით შეიქმნა.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში იმყოფებიან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვენლო მისიის შტაბბინას და მის საველე ოფისს გორში.