პოლიციამ იარაღის უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 23 პირი დააკავა

ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და გასაღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებული იქნა 23 ეჭვმიტანილი, რომელთაც ”ჩადენილი დანაშაული აღიარეს”, იტყობინება შსს 19 მარტს.

ამავე ცნობით, დაკავებულთა შორისაა ზუგდიდში მდებარე იარაღის მაღაზიის მეპატრონე გოგი ჩომახია და ასევე, ნესტან წულაია. ეს უკანასკნელი, შსს-ის ცნობით, იარაღის მაღაზიაში ”უკანონოდ ყიდულობდა ცეცხლსასროლ იარაღს  შემდგომში რეალიზაციის მიზნით, გადაჰქონდა რუსების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე”.

შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩვენებაში წულაია ყვება, რომ ის იარაღს სხვადასხვა პიროვნებებზე აფორმებდა 30-50 ლარის გადახდის სანაცვლოდ და შემდეგ გადაჰქონდა აფხაზეთში.

გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

Exit mobile version