სააკაშვილმა პარლამენტს საანგარიშო მოხსენებით მიმართა

პრეზიდენტმა 26 თებერვალს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობიდან დეპუტატების გამოსვლები და სააკაშვილის შემაჯამებელი სიტყვა. 

პრეზიდენტის ძირითადი საანგარიშო მოხსენება საათნახევარი გაგრძელდა.

ქვემოთ მოცემულია მისი გამოსვლის ძირითადი პუნქტები: 

მცირე ხნით შესვენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყო:

პეტრე მამრაძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის არ იყო გამომსვლელთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ წინასწარ გააკეთა განაცხადი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ მისი მიმართვა დაგვიანებით იყო წარდგენილი და ამდენად, მისი გამოსვლა ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ მამრაძემ დატოვა დარბაზი.

მაგდა ანიკაშვილმა, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა, კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ამგვარი ხალხის გამოსავლენად ნათელი კრიტერიუმების დადგენის საჭიროებაზე, რათა ისინი არ გამოირიცხონ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სიიდან. იგი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო ჯანდაცვის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ”ზღვრული ფასები” უნდა დადგინდეს ძირითად მედიკამენტებზე.

გურამ ჩახვაძემ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (საპარლამენტო უმცირესობის წევრი) განუცხადა პრეზიდენტს, რომ მხოლოდ მთავრობასთან ასოცირებული ხალხის ვიწრო წრე იღებს სარგებელს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისგან. მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტს ”პარტიის ინტერესებზე მაღლა” დადგეს და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარანტი გახდეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საპარლამენტო უმცირესობის დამოუკიდებელმა წევრმა, გახმაურებული მკვლელობების საკითხი დააყენა, რომლებშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ან, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ, ან მათ დაფარვას ცდილობდნენ.

ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა, ასევე გაამახვილა ყურადღება სოციალურ საკითხებზე და სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა პრეზიდენტს მინიმალურ ყუველთვიური პენსია 150 ლარამდე გაზარდოს და ჩამოწეროს გადაუხდელი კომუნალური გადასახადების შედეგად დაგროვილი ვალები. ბაღათურიას განცხადებით, საჭიროა ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნება და საგადასადო ამნისტია. მისი თქმით, საბოლოოდ უნდა მოხდეს გამიჯვნა ”ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ამნისტიის გზით.

გიორგი ცაგარეიშვილმა
იმ ოპოზიციური აქტივისტების სია წაიკითხა, რომელთაც თავს დაესხნენ და სცემეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ”ვინ იყო ეს ხალხი, ვინც ამას სჩადიოდა?” მე გადმოგცემთ ამ სიას და გადახედეთ ამ ხალხის სიას, ვისაც თავს დაესხნენ,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა. მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტის ფონდის გამჭირვალეობისაკენ და აღნიშნა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოიპოვა ინფორმაცია ამ ფონდის ხარჯვის შესახებ.  

პავლე კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან თავის გამოსვლაში მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ არა მხოლოდ უარყოფითზე გაამახვილონ ყურადღება, არამედ აღნიშნონ ის კარგიც, რაც კეთდება ქვეყანაში. მისი თქმით, ეს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება იქნება.

გია თორთლაძემ, საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თავისი გამოსვლა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის რუსულ საოკუპაციო ძალასთან ”კოლაბორაციონიზმის” დაგმობით დაიწყო – მას მხედველობაში ჰყავდა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. ”ეს ყველამ უნდა დაგმოს საქართველოში,” – განაცხადა თორთლაძემ. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთი, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მიყიდვას გეგმავს. ”თუ ეს მოხდება, ჩემი პარტია საპროტესტო აქციებს დაიწყებს [საფრანგეთის] საელჩოს წინ,” – განაცხადა მან. იგი ასევე მიესალმა ”დადებით ტენდენციებს” სასამართლო სისტემაში.

გიორგი ახვლედიანი, დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან მიესალმა რეგიონალური ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივას. თუმცა, მან ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ მან ვერ შეძლო ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება”. მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.

გიორგი გაბაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციური დეპუტატების გამოსვლებს ”არგუმენტები აკლდა” და აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ”დებატები უფრო მეტად უნდა იყოს დაფუძნებული ფაქტებზე,” – განაცხადა მან. სავარაუდოდ ნოღაიდელის პარტიის მისამართით მან განაცხადა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომელთაც ”არ სურთ ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების კურსი”.

გიორგი თარგამაძემ, საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისეთი სისტემა შექმნა, სადაც ის ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. ”ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია,”- განაცხადა მან. თარგამაძის თქმით, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მთელი რიგი წარუმატებლობებია და მან ეუთოს და გაეროს სადამკვირვებლო მისიების დახურვა დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის გეგმა შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. ”ოპოზიციაში ღირებულებათა კრიზისია,” – განაცხადა მან. ”თუმცა, კიდევ უფრო დიდი კრიზისია ხელისუფლებაში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ღირებულებები,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნოღაიდელი წლების მანძილზე პრემიერ-მინისტრმად მსახურობდა სააკაშვილის ადმინისტრაციაში. მან ასევე მოუწოდა სააკაშვილს: ”ჩამოშორდით მმართველ პარტიას და იყავით საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი”. იგი გამოვიდა წინადადებით, რომ შემცირდეს თავდაცვის სფეროს დაფინანსება მშპ-ის 3%-მდე. ”ეს მოგვცემს 170 მილიონი ლარის ეკონომიას, რაც საკმარისია ბიზნესის სტიმულირების პროექტებისთვის,” – განაცხადა მან. მან ასევე უთხრა პრეზიდენტს: ”თქვენ ზურგი შეაქციეთ დემოკრატიას”. 

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ოპოზიციურ ტრიბუნასთან მივიდა მას შემდეგ რაც დეპუტატებმა უმცირესობიდან მათი ტრიბუნიდან ცუდი ჟღერადობა გააპროტესტეს და შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა:

 

Exit mobile version