პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 26 თებერვალს გამოვა, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
პრეზიდენტის გამოსვლას, სავარაუდოდ, პარლამენტში დებატები მოყვება. თუმცა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ზუსტ ფორმატს 26 თებერვლამდე ბიურო დაადგენს.