აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს 21-22 თებერვალს ეწვევა, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ ჰოლბრუკი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს; ასევე კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს და ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციისათვის მათ წვრთნას დაესწრება.
საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის ასეული გააგზავნა და გაზაფხულზე ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს.