სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება ორი თვის თავზე, რაც ის მეორე ვადით იქნა არჩეული ხმათა 60%-ით.
სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალში უცხოელი სტუმრებიდან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი; მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი; ასევე რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქების ხელმძღვანელები; ოფიციალური პირები ვენესუელადან და ნიგარაგუადან – ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთთან და ნაურუსთან ერთად აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
აფხაზური და რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, ინაუგურაციის შემდეგ მოსალოდნელია ცვლილებები სეპარატისტული რეგიონის მთავრობის შემადგენლობაში; კერძოდ, სერგეი შამბა, რომელსაც უკვე მრავალი წელია, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია, პრემიერ-მინისტრი გახდება.
ალექსანდრე ანქვაბი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბაღაფშთან ერთდად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ის ახლა ამ თანამდებობას დაიკავებს.
შამბას, რომელიც დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია შეცვლის. ღვინჯია ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზური დელეგაციის წევრია.