საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 26 იანვარს ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა გილაური სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში.