პარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე განცხადება მიიღო

პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა სპეციალურ განცხადებას, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების გახშირებას ეხება.

განცხადება, სადაც აღწერილია ბოლო დროს მომხდარი ფაქტები, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზემოქმედება.

განცხადება ასევე მოუწოდებს, ”დაიწყოს საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება უსაფრთხოების გარემოს შესაქმნელად და რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის აღმოსაფხვრელად”.

ასევე ”გაგრძელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ყველა ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის პოლიტიკა”.

Exit mobile version