civil.ge
სოხუმმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
წყნარ ოკეანეში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე პატარა კუნძულ-სახელმწიფომ, ნაურუმ, დღეს სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც მსოფლიოში მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმში ვიზიტად მყოფმა ნაურუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კირიენ კეკემ და სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ”არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ სახელმწიფოში, რომელთანაც დღეს აფხაზეთმა დიპლომატიური …