ეუთოს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მეექვსე ყოველწლიური მედია კონფერენცია 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნება.
ორდღიან კონფერენციას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი მიკლოშ ჰარაცი გახსნის. რეგიონში მედიის თავისუფლების და მედია-განათლების საკითხებს ათობით ჟურნალისტი განიხილავს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საერთაშორიო ექსპერტები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.