ნარკოტიკების მოხმარება, შენახვა, გადატანაში მსჯავრდებულ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ.
ამის შესახებ საუბარია ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სისხლის სამართლის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით დაკვალიფიცირებული დანაშაული 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს და იხდიან სასჯელს ან მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა, თუმცა განაჩენი ჯერ-ჯერობით არ დამდგარა.