დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანელი სკულპტორის, გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენის დანიშვნას.
გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, 2001 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლის.
მან ახალ თანამდებობაზე ლევან დუჩიძე შეცვალა.