ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს გამართავს კონგრესში, ასევე გაეროს შტაბ-ბინაში.
”შეხვედრების თემა იქნება უცვლელი – როგორ გადავარჩინოთ საქართველო… როგორ გამოვიდეთ იმ დიქტატორული რეჟიმიდან, რომელშიც თავი ამოვყავით”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ნათელაშვილმა გამგზავრებამდე.