პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყატარს სტუმრობს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
4 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრები, ყატარის ხელისუფლებასთან მართავს მოლაპარაკებებს.
დაახლოებით, ერთი თვის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ქუვეითსაც სტუმრობდა.