საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 12 ოქტომბერს ლონდონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავის ბრიტანელ კოლეგას დევიდ მილიბენდს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში 12-13 ოქტომბერს ვაშაძე ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ბარონესა გლენის კინოკს, ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის წევრს უილიამ ჰეიგს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს ჯეიმს არბათნოტს.