ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს გამარტივებულად ჩააბარებენ

საქართველოს სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე, განაცხადა მთავრობის სხდომაზე 9 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ.

”ჩატარდება გამოცდა მხოლოდ უნარებში აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობისთვის. ისინი ჩააბარებენ ამ ენაზე უნარებს. არ იქნებიან საერთო კონკურსში, მათთვის იქნება ცალკე  დაფინანსება, ცალკე ადგილები კონკურსისთვის გამოყოფილი იმისათვის, რომ საერთო კონკურსში კონკურენცია არათანაბარი არ იყოს,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ეროვნულ გამოცდებში მე-4 სავალდებულო, თუმცა არჩევითი საგნის დამატების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილებები ”ხალხთან დიალოგის” ფორმატის შედეგია.

Exit mobile version