skip to content
ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში ჰაბერს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 28 სექტემბერს მოსკოვში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

მხარეებმა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარება, ინციდენტების აღკვეთის ერთობლივი მექანიზმების მუშაობის და რუსეთის სამხედრო და სასაზღვრო შენაერთების ევროკავშირის დამკვირვებლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

”რუსულმა მხარემ კმაყოფილება გამოხატა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმდებარე ტერიტორიებზე მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოხატა გააძლიეროს თანამშრომლობა და ქმედებების კოორდინაცია ევროკავშირის დამკვირვებლებთან, პირველ რიგში ერთობლივი მექანიზმების ფარგლებში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა მოახერხეს ერთობლივი მცდელობებით ვითარების დამშვიდება, დესტაბილიზაციის საფრთხე ქართული მხრიდან კვლავ არსებობს.

      

მსგავსი/Related

Back to top button