პარლამენტმა დღეს ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პაატა კალანდაძე დაამტკიცა.
კალანდაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ბოლოს კი უწყების საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.