თურქული ტანკერის კაპიტანი გაათავისუფლეს

ქართულმა მხარემ გაათავისუფლა აფხაზეთის პორტში უკანონო შესვლის გამო აგვისტოში დაკავებული თურქული ტანკერის კაპიტანი, განაცხადა ქართულმა სასამართლომ 8 სექტემბერს.

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, კაპიტანი საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან აღიარა დანაშაული. შედეგად, თურქეთის მოქალაქეს მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს 24-წლიანი პატიმრობის ნაცვლად სამწლიანი პირობითი სასჯელი და 30 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

ამ გადაწყვეტილებას რამოდენიმე საათით წინ უძღოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან 8 სექტემბერს.

”რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა [სააკაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმეტ დავუთოღლუსთან] შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება განთავისუფლდეს კაპიტანი,” – განუცხადა ვაშაძემ Civil.Ge-ს მოცემულ საკითხზე 8 სექტემბერს.

სასამართლომ თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქი დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის თანხმობის გარეშე და მას 31 აგვისტოს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version