ვაშაძე სომხეთს სტუმრობდა

4-5 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს სტუმრობდა.

საქართველოს საგარეო უწყება 7 სექტემბერს იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდა თავის სომეხ კოლეგას  ედვარდ ნალბანდიანს, სადაც განიხილეს ”ორმხრივი და რეგიონული ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრი”.

საგარეო უწყებაში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, 5 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხური ენისთვის ”რეგიონალური ენის” სტატუსის მინიჭება ჯავახეთში, სხვა ნაბიჯებთან ერთად, ”გააძლიერებს მეგობრობას” საქართველოსა და სომხეთს შორის. 

Exit mobile version