პეტიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩასატარებლად, აუცილებლად ვთვლით, სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

1. 6 აგვისტოს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცეს საჯარო დებატები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში გასული კანდიდატები, სამეურვეო საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;

2. 7 და 8 აგვისტოს პირდაპირ ეთერში გადაიცეს გასაუბრებები საბჭოს წევრებსა და კანდიდატებს შორის;

3. არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის დღეს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართოს საჯარო შეხვედრა სამეურვეო საბჭოს წევრების, ახალი გენერალური დირექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით;

ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და უფლებას ვიტოვებთ, მოვითხოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების გადატანა ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე.

Exit mobile version