სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 3 აგვისტოს ხელი მოაწერა განკარგულებას სეპარატისტული მთავრობის თავმჯდომარის ასლანბეკ ბულაცევის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
სეპარატისტული მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კოკოითმა ამის მიზეზად ბულაცევის ”ჯანმრთელობის მდგომარეობა” დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ბულაცევს ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. იგი ამ პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. მანამდე კი მას ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.