ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაიშალა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა რუსული მხარის შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა, იუწყება რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური.
 
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა მიზეზით არ დაესწრო რუსული მხარე შეხვედრას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, არაფორმალურ საუბარში ქართველმა სამართალდამცავებმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა განიხილეს 29 ივლისის ინციდენტი.

”ქართველმა სამართალდამცავებმა მოითხოვეს უახლოეს დღეებში, ერთობლივი ვიზიტის განხორციელება შემთხვევის ადგილის დასათვალირებლად”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

Exit mobile version